დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მთავრობის ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები