საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმიანება და წერს, რომ ამ ჭრილობის შეხორცებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
“ძნელია, წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ ეს აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ.
საქართველოს წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.
უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს დაგვავიწყდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსი ოკუპანტების გასვლის შემდეგ საერთო სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ამასთან, უკრაინელთა ცხედრებს ქუჩებსა და გზებზე პოულობდნენ. მათივე თქმით, დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge