რატი ბრეგაძე: სტრასბურგში, საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს აქვს ძალიან მყარი არგუმენტები თითოეულ პოზიციაზე

სტრასბურგში, საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს აქვს ძალიან მყარი არგუმენტები თითოეულ პოზიციაზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა

 

„რაც შეეხება ნაადრევ ზეიმს, ის რომ ვალერი გელაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენების განხილვა სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად ცნო გულისხმობს იმას, რომ სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა. რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ანუ, ერთი ეტაპიდან, სადაც საუბარია ფორმალურ წინაპირობებზე, გადავიდა მეორეზე და აკმაყოფილებს იმას, რომ მოსამართლემ განიხილოს. ამაზე იყო საუბარი და სასამართლო განიხილავს, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, მათ ექნებათ თავიანთი სტრატეგია. საზოგადოებისთვის თითოეული ეს ეპიზოდი კარგად ცნობილია და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენს ამ მყარ პოზიციებს სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს. სტრასბურგი შინაარსში ჯერ არ შესულა. სწორედ ეს თქვეს, რომ დაიწყებენ შინაარსობრივ განხილვას. ანუ, წაიკითხავენ ამ საქმეს, ნახავენ და განიხილავენ წარმოდგენილ მტკიცებულებებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები