ხერსონში მოსახლეობა მშვიდობიან აქციაზე კვლავ შეიკრიბა, ოკუპანტებმა მათი დარბევა ვერ მოასწრეს

რუსული აგრესიის წინააღმდეგ ხერსონში, მოქალაქეები შევჩენკოს ძეგლთან, მშვიდობიანი მიტინგის გასამართად კვლავ შეიკრიბნენ. აღნიშნულის შესახებ ცნობილი აქციის მონაწილეებისგან, სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება.

დაახლოებით, 13:00 საათზე ადგილობრივი დროით, აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში სკანდირებენ: „ხერსონი – უკრაინაა“, „ერთი, ერთიანი, თავისუფალი უკრაინა“. მოქალაქეები სახელმწიფო დროშითა და ხელნაკეთი პლაკატებით არიან მისულები.

მიტინგს არ ჰყავს ორგანიზატორი, ხალხი თვითორგანიზებულია. ღონისძიების მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი შეკრებილნი არიან რათა დაანახვონ, რომ ხერსონს არ სურს რუსული მთავრობა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ხერსონელებმა მიტინგი ჩაატარეს, შემდეგ კი რუსი ჯარისკაცები მძიმე ტექნიკით მივიდნენ.

„ჩვენ მოვასწარით მიტინგის ჩატარება. ახლა იქ რუსები მივიდნენ ტექნიკით“, – ჰყვება ერთ-ერთი მონაწილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები