სოჭში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

სოჭში, სტადიონ “ფიშტზე” 2014 წლის 22-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს, რომელიც სიმბოლურად 20:14 საათზე დაიწყო. ცერემონია  რუსეთის შესახებ ვიდეოსიუჟეტის ჩვენებით გაიხსნა, სახელწოდებით – “რუსული ანბანი”. შოუ 13 ეტაპისგან შედგება. აღნიშნულ ცერემონიას წინ უძღოდა ერთსაათიანი მუსიკალური შოუპროგრამა, რომელსაც ცნობილი ტელეწამყვანები ივან ურგანტი და იანა ჩურიკოვა უძღვებოდნენ. ოლიმპიადის გახსნას სტადიონზე 40 ათასი მაყურებელი ესწრება, პირდაპირ ეთერში კი – მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიარდი მაყურებელი ადევნებს თვალ-ყურს.
22-ე ზამთრის ოლიმპიადაში, 88 ქვეყნის 2 800 სპორტსმენი მონაწილეობს. სოჭში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ოფიციალური მონაცემებით, თამაშების დღეებში ქალაქში უსაფრთხოებას 37 ათასი პოლიციელი დაიცავს. სამართალდამცავთა რეკორდული რაოდენობის გარდა, ქალაქის შემოგარენებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უამრავი თანამედროვე ტექნიკა გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დამონტაჟებულია 1 400-ზე მეტი ვიდეოკამერა. წინასწარი მონაცემებით, ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე რუსეთის ხელისუფლება 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს. 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა 23 თებერვალს დაიხურება.

1523-990x627

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები