ირაკლი ღარიბაშვილი: ვეტერანთა სამსახური, საგარეო უწყება ჩართული იყო პირველივე დღიდან, სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გადმოესვენებინათ ჩვენი ბიჭების ცხედრები და მათ ვუპატრონეთ ისე, როგორც ეკადრებოდათ
ვეტერანთა სამსახური, საგარეო უწყება ჩართული იყო პირველივე დღიდან; სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გადმოესვენებინათ ჩვენი ბიჭების ცხედრები და მათ ვუპატრონეთ ისე, როგორც ეკადრებოდათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ვეტერანთა სამსახური, საგარეო უწყება ჩართული იყო პირველივე დღიდან და სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გადმოესვენებინათ ჩვენი ბიჭების ცხედრები და მათ ვუპატრონეთ ისე, როგორც ეკადრებოდათ და ყველას რა თქმა უნდა სათანადო ყურადღება მიექცა”, – განაცხადა პრემიერმა.