ნანა კაკაბაძე: ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა “ნაცები” დაადუმა

“ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა ნაცები დაადუმა! ელექტრონული წესით ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ “ოცნებას” ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ნაცებმა” ვერც ჩვეული რიტორიკა გამოიყენეს კარუსელების და გაყალბების თაობაზე და ვერც გასაჩივრება შეძლეს ვერც ერთ უბანზე.

„ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა ნაცები დაადუმა! გუშინ, 2 აპრილს, ბათუმში ელექტრონული წესით ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ ოცნებას ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას. ნაცებმა ვერც ჩვეული რიტორიკა გამოიყენეს კარუსელების და გაყალბების თაობაზე და ვერც გასაჩივრება შეძლეს ვერც ერთ უბანზე. მათ დუმილის უფლება გამოიყენეს. არა, მაინც რას გვიშვება ეს ბიძინა?!“, – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები