“ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო”,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ინფორმაციით, პრემიერი დღეს აჭარას ეწვევა.
“გახსოვთ, წინა წელს პრემიერ-მინისტრი 63-ვე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინა, შესაბამისი დავალებები გასცა და დაჰპირდა, რომ პირადად გაეცნობოდა შედეგებს. დღეს პრემიერი პირველ რეგიონს – აჭარას ეწვევა და მიმდინარე პროექტს გაეცნობა.