ირაკლი შატაკიშვილი: მინდა თითოეულ ამომრჩეველს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა ვუთხრა

რუსთავისა და გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

მან ამომრჩეველს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა გადაუხადა.

„დაახლოებით 40 000-მა ამომრჩეველმა მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეულ მათგანს მინდა მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის დიდი მადლობა ვუთხრა. როგორც რუსთავში, ისე გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარულ ოლქში, ყველგან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა“, – განაცხადა შატაკიშვილმა.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები