შალვა პაპუაშვილი: როდესაც ოპოზიციის პოლიტიკური ამოცანაა, ხელისუფლება მოარღვიოს, რა თქმა უნდა, იქ თანამშრომლობა რთულია
ხალხისთვის მთავარია მათი კომუნალური საკითხები თუ სხვა, რომელიც აინტერესებთ დროულად და ეფექტიანად გადაწყდეს, შესაბამისად, უნდა იყოს სისტემა, რომელიც ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ამოცანას წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ჩამოცილებას ხელისუფლებიდან. შესაბამისად ისინი, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსაც უყურებდნენ როგორც რეფერენდუმს, იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაციაა აეტრიალებინათ. როდესაც ოპოზიციის მიზანი არის არა ის, რომ მოსახლეობის საჭიროება გადაწყვიტოს, არამედ მათ აქვთ პოლიტიკური ამოცანა, მოარღვიონ ხელისუფლება, რა თქმა უნდა იქ თანამშრომლობა რთულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.