შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ სწორ და ბრძნულ გადაწყეტილებას

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გვქონდა პერიოდი, როდესაც მოქალაქეები დააკვირდნენ პარტიების ქცევას და გამოიტანეს თავიანთი ვერდიქტი და ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო იგივე მხარდაჭერა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ასევე, ვნახეთ სხვა პარტიების მხარდაჭერის კლება. ამომრჩევლებმა ისინი დასაჯა – ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყვნენ ინდივიდუალურები, გაერთიანდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ გარშემო. ახლაც, ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ, ჩვენ გვქონდა პერიოდი, სადაც ვხედავდით სხვადასხვა მოვლენას, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება ჰქონდათ სხვა პარტიებს და „ქართულ ოცნებას“. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, ისევე როგორც სხვა დროს, მიიღებენ სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები