ამირან სალუქვაძე: ვინც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო აღშფოთდით, როცა თქვა სანქციები არ მუშაობსო, იქნებ ახალი ენერგიით აღშფოთდეთ?!
ვინც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო აღშფოთდით, როცა თქვა სანქციები არ მუშაობსო, იქნებ ახალი ენერგიით აღშფოთდეთ?!, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ამირან სალუქვაძე პოლონეთის პრემიერის განცხადებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს.
“ვინც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო აღშფოთდით, როცა თქვა სანქციები არ მუშაობსო, იქნებ ახალი ენერგიით აღშფოთდეთ?!
პოლონეთის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს. ამის მაჩვენებელია რუბლის კურსი, რომელიც დაუბრუნდა აგრესიამდელ მაჩვენებელსო”. არადა, სპეციალურად ჩამოვიდა, სანქციებს შეუერთდითო.
ახლა გინდათ ფორმა დაუწუნეთ, გინდათ შინაარსი. თუმცა, არ შეიმჩნიოთ, როგორც მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას არ იმჩნევთ, რომლის ტექსტიც ანალოგიური იყო: “ჩვენი უსაფრთხოება და ეკონომიკა მოწყვლადიაო.”, – წერს სალუქვაძე “ფეისბუქში”.