ირაკლი ჭეიშვილი: არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება, არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ არის

არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება, არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მოქალაქეებს გადაადგილება გარე პერიმეტრზეც მშვიდად შეუძლიათ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე უბანს, სადაც ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. კერძოდ, ხმის მიცემის აპარატს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა და 15-20 წუთში პრობლემა აღმოიფხვრა. ამ ეტაპისთვის თოთხმეტივე საარჩევნო უბანზე შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება, არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ არის და ჩვეულებრივად, კენჭის ყრის პროცესი ელექტრონულად მიმდინარეობს“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები