ბელგოროდში ხანძარი ნავთობის მხოლოდ სამ საცავშია ლოკალიზებული – ცეცხლის გავრცელების საფრთხე რჩება

ბელგოროდში ნავთობის სამ საცავში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, კიდევ სამში რჩება.

ამის შესახებ რუსულ მედიას საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა განუცხადეს.

როგორც მეხანძრეები აღნიშნავენ,  ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხე, რომ ცეცხლი 2 ათასი კუბური მეტრის მოცულობის დიზელის საწვავის სხვა კონტეინერებსაც გადაედოს.

აფეთქების გამო, მეზობელი სახლებიდან 43 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ადგილზე 194 მეხანძრე, ტექნიკის 59 ერთეული, სახანძრო მატარებელი და თვითმფრინავი მუშაობს.

აფეთქების შედეგად, საწარმოს თანამშრომლები არ დაშავებულან.

ბელგოროდის ოლქის მერის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, აფეთქების მიზეზი გახდა უკრაინის ტერიტორიიდან ორი თვითმფრინავის გამოჩენა და ნავთობბაზის დაბომბვა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები