ოლქის გუბერნატორი: რუსული ძალები გადიან ჩერნიგოვიდან, მაგრამ სრულად არ ტოვებენ ტერიტორიას
რუსული ძალები გადიან ჩერნიგოვიდან, მაგრამ სრულად არ ტოვებენ ტერიტორიას, – ამის შესახებ გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში შესაძლებელია საჰაერო და სარაკეტო დარტყმები და ამას არავინ გამორიცხავს.
“უკრაინელი სამხედროები შედიან და იცავენ დასახლებებს, რომლებსაც აქამდე რუსული ძალები აკონტროლებდნენ. ჯერ ადრეა იმისთვის, რომ უკრაინულმა ძალებმა შეასუსტონ თავდაცვა, რადგან რუსული სამხედროები ჯერ ისევ ჩვენს მიწაზე რჩებიან“, – განაცხადა გუბერნატორმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge