”ქალაქი ცხოვრებას იწყებს” – რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში ბროვარსკის რაიონი დატოვეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კიევის ოლქის ბროვარსკის რაიონის ტერიტორია თითქმის მთლიანად დატოვეს.

ამის შესახებ ქალაქ ბროვარის მერმა, იგორ საპოჟკომ ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, უახლოეს დროში უკრაინის შეიარაღებული ძალები ტერიტორიას მოწინააღმდეგის ნარჩენებისა და აღჭურვილობისგან გაათავისუფლებენ, ასევე, ჩაერთვებიან ტერიტორიის განაღმვაში.

საპოჟკოს ინფორმაციითვე, ბროვარსკიში საკუთარ სახლებს ბევრი ადამიანი დაუბრუნდა, ეტაპობრივად მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზნესის მუშაობის აღდგენა – ამოქმედდა საწარმოები, მაღაზიები, პავილიონები.

”ქალაქი ცხოვრებას იწყებს”, – თქვა მან და დასძინა, რომ ქალაქში საგუშაგოების მოხსნა, ჯერჯერობით, არ იგეგმება, რომ ახალი საფრთხის შემთხვევაში მზადყოფნა იყოს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები