უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: ოკუპანტების მიერ მოკლულია 6 მედმუშაკი, დაზიანებულია 261 სამედიცინო დაწესებულება
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსმა ოკუპანტებმა ექვსი უკრაინელი სამედიცინო მუშაკი მოკლეს, – ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია РБК-Украина ავრცელებს.
მინისტრის თქმით, დამპყრობლებმა ასევე მწყობრიდან გამოიყვანეს სასწრაფო დახმარების ათობით მანქანა.
ოპერატიული ინფორმაციით, იმ რეგიონებიდან, სადაც ასეთი მონაცემების მოპოვება შეგვიძლია, დაზიანებულია 261 სამედიცინო დაწესებულება, ეს რიცხვი მოიცავს როგორც მულტიდისციპლინურ საავადმყოფოებს, ასევე, საოჯახო მედიცინის ამბულატორიულ კლინიკებს. მათ შორის მთლიანად დანგრეული 13 საავადმყოფო – აღარ ექვემდებარება აღდგენას. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მანქანებს, ახლა 65 სასწრაფო დახმარების მანქანაა დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული. გარდა ამისა, დაიღუპა ექვსი მედიცინის მუშაკი და დაშავდა 18. ასეთია ერთ თვეში ომის სამწუხარო სტატისტიკა “, – განაცხადა ლიაშკომ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge