რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დატოვეს
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქზე” ჩერნობილის ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
“ამ დროისთვის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უცხო პირები არ იმყოფებიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სადგურის თანამშრომლებს აიძულეს, ხელი მოეწერათ „ოფიციალურ“ დოკუმენტებზე, თითქოს, რუსეთის ფედერაცია ობიექტს 24 თებერვლიდან „იცავდა“. გასვლისას რუსმა სამხედროებმა შენობა გაძარცვეს, გაიტანეს აღჭურვილობა და სხვა ძვირფასი ნივთები.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge