სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს დაავალა, რომ პერსონალის რაოდენობა 35-ით შეამციროს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უწყებაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კიდევ ერთი რუსი დიპლომატის მიუღებელ საქმიანობას ასახელებენ.

„ეს ნაბიჯი არის გარდაუვალი რეაგირება იმაზე, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი განაგრძობს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, სლოვაკეთის ინტერესებს და რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები