CNN – აშშ თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს მისი მრჩევლები უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედებების შესახებ დეზინფორმაციას აწვდიან

აშშ თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისი მრჩევლები უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედებებისა და რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შესახებ დეზინფორმაციას აწვდიან.

ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ მისი შეფასება შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციას ეფუძნება.

მისი თქმით, პუტინის უფროს მრჩევლებს რუსეთის პრეზიდენტისთვის სიმართლის თქმა ძალიან ეშინიათ.

როგორც ოფიციალურმა პირმა განაცხადა, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა შეიტყო დეზინფორმაციის შესახებ, რამაც გამოიწვია განხეთქილება პუტინსა და მის თავდაცვის მაღალჩინოსნებს შორის.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინმა იგრძნო, რომ რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს ის შეცდომაში შეჰყავთ. ახლა არის მუდმივი დაძაბულობა პუტინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის, რაც გამოწვეულია პუტინის უნდობლობით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის“, – თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები