უკრაინის თავდაცვა: მარიუპოლში ოკუპანტები ქალს 6 წლის შვილის თვალწინ აუპატიურებდნენ, ქალი მოგვიანებით გარდაიცვალა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლში ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ – ის გარდაიცვალა.

“მარიუპოლში რუსი ოკუპანტები მორიგეობით, რამდენიმე დღის განმავლობაშიი აუპატიურებდნენ ქალს 6 წლის შვილის თვალწინ. ის მოგვიანებით დაზიანებების გამო გარდაიცვალა. შვილს, ბიჭს, თმა გაუჭაღარავდა.

ეს საშინელებათა ფილმი არ არის. გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა – ეს ისაა, რაზეც “რუსული სამყარო” დგას”, – წერია განცხადებაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები