ენერგორესურსების გაძვირებასთან დაკავშირებით, დანია მოწყვლადი ჯგუფების სუბსიდირებას აორმაგებს
ენერგორესურსების გაძვირებასთან დაკავშირებით, დანია მოწყვლად ოჯახებს კომუნალური მომსახურების სუბსიდირებას გაუორმაგებს.
ამის შესახებ DR წერს.
კლიმატის, ენერგეტიკისა და მომარაგების სამინისტროში განაცხადეს, რომ დახმარების ოდენობა დაახლოებით 4000 კრონიდან 6000 – მდე გაიზარდა.
სუბსიდიის მიმღებთა საერთო რაოდენობა, დაახლოებით 420 000 იქნება.
სუბსიდიები გაცემა აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყება.
სუბსიდიების პირველი პაკეტი თებერვალში შეთანხმდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge