რა უნდა მოხდეს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე – მოლაპარაკების შედეგები
მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის მონაწილე ალექსანდრე ჩალიმ განმარტა, თუ რა უნდა უძღოდეს წინ, კიევის აზრით, მშვიდობის ხელმოწერას.
პირველ ყოვლისა, უკრაინამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი, რომელშიც მოქალაქეებს შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ან უარყონ სამშვიდობო ხელშეკრულების შეთავაზებული ვერსია. ეს კენჭისყრა უნდა ჩატარდეს „რეალური ფორმატით“ და არა – ონლაინ;
ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ;
ამ ყველაფრის შემდეგ, შეთანხმება უნდა დაამტკიცოს უკრაინის პარლამენტმა და გარანტორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებმა.