რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს

რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Kiev Independent ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის.

“ქალაქ ნიკოპოლთან სარაკეტო თავდასხმა მოხდა. მსხვერპლი არ არის. ამ დროისთვის, ქალაქში საფრთხეზე ინფორმაცია არ ვრცელდება. დარჩით თავშესაფრებში ჰაერის განგაშის დასრულებამდე”, – წერს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ევგენ ევტუშენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები