უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი თურქეთში დღეს გაიმართება

უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების გასამართად თურქეთში, ქალაქ სტამბოლში უკვე ჩავიდა. მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი მასპინძლობს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.

დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი და პრეზიდენტის აპარატის უფროსი, მიხაილ პოდოლიაკი ხელმძღვანელობენ. უკრაინის მთავარი მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები