უკრაინელების დასახმარებლად გორიდან ჰუმანიტარული ტვირთი მეორე ეტაპად გაიგზავნა

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, გორის მუნიციპალიტეტიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი ხორციელდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, განმეორებით გაიგზავნა ტვირთი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებსა და სხვადასხვა დასახელების პროდუქტს მოიცავს.

“პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულების და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთი გორის მერიის შენობაში გახსნილ საგანგებო შტაბში გროვდებოდა.

გორის მერია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, აქციაში ჩაერთო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები