რუსეთი ვლადივოსტოკიდან და ხაბაროვსკიდან უკრაინაში დამატებითი ძალების გადასროლისთვის ემზადება – უკრაინის გენშტაბი

რუსეთი, უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების მიზნით, დამატებითი ქვედანაყოფების შექმნას და გადაადგილებას ამზადებს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ვლადივოსოკიდან, წყნარი ოკეანეს ფლოტის 155-ე ცალკეული ბრიგადის ქვეითების გადასროლა იგეგმება.

ასევე, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის (მუდმივი დისლოკაციის ადგილი ხაბაროვსკი) მე-14-ე სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ქვედანაყოფია შექმნილი, რომლის უკრაინაში გაგზავნის ვადაა – მაისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები