ლავროვი: ზელენსკის და პუტინის შეხვედრა მთავარ საკითხებთან შეთანხმების მიახლოების შემდეგ იქნება საჭირო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მას შემდეგ უნდა შედგეს, რაც მოლაპარაკებებზე მხარეები მთავარ საკითხებზე შეთანხმებას მიუახლოვდებიან.

ამის შესახებ მან სერბეთის მედიასაშუალებებთან საუბრისას თქვა.

მისი თქმით, ამჟამად, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები