ქალაქის მერი: რუსმა ოკუპანტებმა სლავუტიჩი დატოვეს, ქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს

რუსმა ოკუპანტებმა სლავუტიჩი დატოვეს, ქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს, – ამის შესახებ მერმა, იური ფომიჩოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობს ოკუპანტებთან და მათ ჰუმანიტარული დახმარება სთხოვა.

“ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ოკუპანტებთან, მათ გააკეთეს ის, რაც უნდოდათ, შეამოწმეს ქალაქი, დღეს დაასრულეს და დატოვეს ქალაქი, ახლა ქალაქში არ არიან. ჩვენ ყველა პრობლემას ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ.  არ გვჭირდება გათამაშება, ჰუმანიტარული დახმარება, ყველაფერი საკმარისი გვაქვს. ჩვენ გვეხმარებიან უკრაინის ყველა ქალაქიდან”, – განაცხადა ფომიჩოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები