300 წყვილი ფეხსაცმელი დუნაის ნაპირზე – ბუდაპეშტში მარიუპოლის თეატრში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ბუდაპეშტში, მარიუპოლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა, სადაც  რუსეთმა ბარბაროსობა მოაწყო, რომელიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

მისი თქმით, აქცია ბუდაპეშტში, მემორიალთან „ფეხსაცმლები დუნაის ნაპირზე“ გაიმართა, რომელიც უნგრელი ებრაელების ხსოვნას უკვდავყოფს, რომლებიც ნაცისტებმა დაუნდობლად გაანადგურეს. ისინი მკვლელობამდე ხალხს აიძულებდნენ ფეხსაცმელი გაეხადათ.

დღეს ბრინჯაოს სკულპტურასთან 300 წყვილი ნახმარი ფეხსაცმელი გამოჩნდა. იმ 300 ქალის, ბავშვისა და მოხუცის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ვისზეც რუსულმა საჰაერო ძალებმა მიიტანეს იერიში, ჩამოაგდეს ბომბი  – თავშესაფარზე, დრამატულ თეატრზე, მარიუპოლის ცენტრში.

კულებას თქმით, ამ აქციის აქტივისტები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით იყვნენ შთაგონებული. რამდენიმე დღის წინ მან ეს ადგილი ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას ახსენა. მან მოუწოდა გვესმოდეს, რომ რუსების სისასტიკე მარიუპოლში ახლა, 21-ე საუკუნეში, არაფრით განსხვავდება 1944-1945 წლებში ბუდაპეშტში ნაცისტების სისასტიკისგან.

“უკრაინის გზავნილი მარტივია. ევროპელი ლიდერები იმეორებენ “მეტი აღარასდროს განმეორდება” წლიდან წლამდე. მაგრამ ისტორია უკვე მეორდება, ახლა, ჩვენს თვალწინ. ამიტომ, ახლა თანაგრძნობა საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ კონკრეტული საქმით, რომ ეს ნამდვილად აღარასდროს განმეორდება. და ამისათვის ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს: დააწესონ კიდევ უფრო მკაცრი სანქციები, მიეცით უკრაინას ყველა საჭირო იარაღი, მოაქციეთ რუსეთი კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში, მხარი დაუჭირეთ უკრაინას ყველაფერში ჩვენს გამარჯვებამდე“, – წერს კულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები