“სლავუტიჩში არიან დაჭრილები, მაგრამ მერი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს” – ადგილობრივი აქტივისტი

უკრაინის ქალაქ სლავუტიჩში, საპროტესტო აქციის დროს, სადაც რუსი ოკუპანტები ჰაერში ისროდნენ, ერთი აქტივისტი დაიჭრა. ასევე, დაჭრილებს შორის არიან ტერიტორიული დაცვის წევრებიც. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთი ადამიანი დაიჭრა. როგორ ჩანს, მან ყუმბარის ანასხლეტით მიიღო ჭრილობა. როგორც დავინახე ის სხეულის ქვედა ნაწილშია დაჭრილი, მოქალაქე ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე დაჭრილები არიან ტერიტორიული დაცვის წევრებიც“, – განაცხადა აქტივისტმა.

სხვა აქტივისტების თქმით, ოკუპანტევმა ქალაქის მერი იური ფომიჩევი უკვე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები