ოკუპანტები სლავუტიჩში შეიჭრნენ, გაიტაცეს მერი და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

რუსი სამხედროები დღეს უკრაინის ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ, გაიტაცეს მერი, ხოლო მოსახლეობას, რომლებიც მშვიდობიანი აქციის ფარგლებში მოედანზე იყვნენ შეკრებილნი, ხმოვანი ყუმბარები ესროლეს და გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრ პავლენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რუსი ოკუპანტები სლავუტიჩში შეიჭრნენ და საქალაქო საავადმყოფო აიღეს. არსებული ინფორმაციით, ქალაქის მერი იური ფომიჩევი გაიტაცეს“, – განაცხადა პავლენკომ.

მან აღნიშნა, რომ ქალაქის საბჭო სრულ შემადგენლობაში აგრძელებს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები