რუსეთის დატოვებაზე უარის თქმის გამო, კულება Auchan-ს, Alcampo-ს, Leroy Merlin-სა და Decathlon-ს ბოიკოტს უცხადებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მომხმარებლებს მოუწოდებს, Auchan-ს, Alcampo-ს, Leroy Merlin-სა და Decathlon-ს, რუსეთიდან გამოსვლაზე უარის თქმის გამო, ბოიკოტი გამოუცხადონ. აღნიშნულის შესახებ მან საკუთარი Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„რუსეთთან ბიზნეს თანამშრომლობის დასრულებაზე უარით Auchan Holding აკეთებს გაცნობიერებულ არჩევანს განაგრძოს რუსული აგრესიის სპონსორობა და მიიღოს სისხლიანი შემოსავალი. მოვუწოდებ ყველა მომხმარებელს და პარტნიორებს მთელ მსოფლიოში ბოიკოტი გამოუცხადონ Auchan-ს, Alcampo-ს, Leroy Merlin-სა და Decathlon-ს“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.
By refusing to end business activities in Russia, Auchan Holding makes a conscious choice to further sponsor Russian atrocities in Ukraine and make blood profits. I call on all customers and partners around the globe to boycott @AUCHAN_France @alcampo @Leroymerlinfr @Decathlon pic.twitter.com/yLnzFajMlu
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 26, 2022