ზურაბ ქადაგიძე: აბა მოვიდა კუბილიუსი და თუ ჭკვიანად არ მოიქცევა ქართველი ხალხი, მერე ჟიგიმანტასიც ჩაერთვება – დაახლოებით ასეთი კონტექსტით დაგვაშინა ვაშაძემ

“აბა მოვიდა კუბილიუსი და თუ ჭკვიანად არ მოიქცევა ქართველი ხალხი,მერე ჟიგიმანტასიც ჩაერთვება, ცულს მოიტანენ ცუნცულასა,ხესაც მოჭრიან და ჩვენს ევროპულ მომავალსაცო – დაახლოებით ასეთი კონტექსტით დაგვაშინა სტრატეგია-ვაშაძემ…”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა – “ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: „ქართული ოცნება” ან ევროკავშირი”.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა დიდი ხანია არჩევანი დააფიქსირა და მმართველმა პარტიამ 2017 წელს კონსტიტუციურ ნორმად აქცია ევროპა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.

“არადა ქართველმა ხალხმა დიდი ხანია არჩევანი დააფიქსირა და საზოგადოების ამ განწყობიდან გამომდინარე, მმართველმა პარტიამ 2017 წელს კონსტიტუციურ ნორმად აქცია ევროპა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია…

P.S.

ისე ამ ჩვენი გზააბნეული პოლიტიკოსების ვერაფერი გავიგე დაბოდიალობენ წინ და უკან დაეძებენ ხავსს მოსაჭიდებლად, ბოლოს იპოვიან 700-კაციან ევროპარლამენტში რამდენიმეს და ისინიც ზრდილობის გულისთვის იპოზიორებენ,ერთ სიტყვას მიაშველებენ და გააგრძელებენ კრუასანის ჭამას… ჩვენი გზააბნეულები კი გაბადრული სახეებით დაიწყებენ ჩვენს დამოძღვრას …არა და “ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო”- ნათქვამია”, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები