ზელენსკიმ ენერგომწარმოებლებს მოუწოდა წარმოება გაზარდონ, რათა რუსეთმა სხვა ქვეყნების შანტაჟი ვერ შეძლოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგომწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა გაზარდონ მათი წილები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს საკუთარი ნავთობითა და ბუნებრივი აირით სხვა ქვეყნების „დაშანტაჟება“.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰაში, ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისეთმა ქვეყანამ, როგორიც ყატარია, შეიძლება ხელი შეუწყოს ევროპის სტაბილიზაციას.

„მათ ბევრის გაკეთება შეუძლიათ სამართლიანობის აღსადგენად. ევროპის მომავალი თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, გაზარდოთ ენერგიის წარმოება, რათა რუსეთში ყველამ გაიგოს, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია გამოიყენოს ენერგია იარაღად და დააშანტაჟოს მსოფლიო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები