უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მოსახლეობა 26 მარტის დილიდან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მშვიდობიან აქციას მართავს.
მიმდინარე აქციის ფოტო-ვიდეო მასალას საქალაქო საბჭო და ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სლავუტიჩი – ეს უკრაინაა!“,- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
როგორც ფოტო-ვიდეო მასალიდან ირკვევა, ქალაქის მთავარ მოედანზე ასობით ადგილობრივმა მოიყარა თავი. მიუხედავად რუსული ტანკებისა, რომლებიც ქალაქის შემოგარენში არიან განლაგებულები, მოსახლეობა მასობრივად გამოვიდა მოედანზე რათა მტერს საკუთარი პოზიცია აჩვენოს.
ცნობისთვის აღნიშნული ქალაქი ჩერნობილის ატომური ელექტორსადგურის მეზობლად მდებარეობს.