თამარ გაბუნია: “პაქსლოვიდი” უკვე საქართველოშია და მას პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულების შედეგად მიიღებს

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი – „პაქსლოვიდი“ უკვე ქვეყანაშია. ის პაციენტისთვის უფასოა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მედიკამენტი აფთიაქებში არ გაიყიდება და მას პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მიიღებს.

„კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ უკვე ქვეყანაშია. ის პაციენტისთვის უფასოა. აფთიაქში არ გაიყიდება, მის დისტრიბუციას სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ქვედანაყოფის საშუალებით. ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმი, რომელიც საჭიროდ მიიჩნევს, რომ პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ინფორმაციას გადასცემს იმ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტის მიტანას. შემდეგ ოჯახის ექიმი გააგრძელებს მეთვალყურეობას“, – აღნიშნავს გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები