უკრაინა, დაღუპული რუსი სამხედროების გამო, ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა

რუსეთს დაღუპულთა ცხედრები არ მიაქვს, აღნიშნული კი უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის.

ამის შესახებ სუმის ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ანატოლი კოტლიარმა განაცხადა.

„ისინი მეორე მხარეს არ სჭირდებათ, ჩვენთან რჩებიან და დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიურ საფრთხეს. ადამიანის სხეული გახრწნისას გვამურ შხამს გამოყოფს“, – თქვა კოტლიარმა.

მისი თქმით, დოკუმენტების გარეშე ცხედრების იდენტიფიცირება რთულია.

მისი თქმით, რუსი მებრძოლების გვამების შესანახად 10 მაცივარია შეკვეთილი, თუმცა, ზოგიერთი სარკინიგზო ხაზის ბოლოკირების გამო, ისინი ჯერ არ მიუღიათ.

ცხედრების უმეტესობა რუსეთს ბელარუსში გადააქვს, სადაც ვაგონებში ათავსებენ და რკინიგზით სახლში აგზავნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები