ბელარუსი ქვეყნიდან უკრაინელ დიპლომატებს აძევებს და ბრესტში საკონსულოს ხურავს

ბელარუსი ქვეყნიდან თითქმის ყველა უკრაინელ დიპლომატს აძევებს და ბრესტში უკრაინის საკონსულოს ხურავს.

ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

დიპლომატებმა ქვეყანა 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

უკრაინის საელჩო “1+4” ფორმატში გააგრძელებს მუშაობას, რაც ნიშნავს ელჩსა და ოთხ თანამშრომელს.

მანამდე, მინსკში უკრაინელი დიპლომატები “ჯაშუშებად” გამოაცხადეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ პროვოკაციის მიზეზი ბელარუსში არა ანტიუკრაინული ისტერიის გაძლიერების პრევენციაა, არამედ – უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის გამართლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები