ჯანმო: მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა, ლეტალობა კი 23%-ით შემცირდა

მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 12 384 300 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 7-13 მარტის პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.

ამასთანავე, ვირუსით 32 959 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 7-13 მარტის კვირასთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია.

შესაბამის ყოველკვირეულ სტატისტიკას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 21%-ით.

ევროპაში, რომელიც მსოფლიოში ინფიცირების 42%-ს შეადგენს, დაავადების მაჩვენებელი არ შეცვლილა მაშინ, როდესაც ჯანმო-ს დანარჩენ 4 რეგიონში კლების ტენდენცია ფიქსირდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლებაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 41%-ით.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, ის გაზრდილია დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 5%-ით.

სხვა რეგიონებში კი შემცირდა, ამასთან ყველაზე მნიშვნელოვნად ამერიკაში 42%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 38%-ით.

აფრიკაში 19%-იანი, ხოლო ევროპაში – 15%-იანი კლება დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები