ირპინში უკრაინული პოლიცია დაბრუნდა
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ კიევის ოლქში, ირპენში მუშაობა განაახლა. ინფორმაციას პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო Facebook-ზე ავრცელებს.
“კიევის ოლქის პოლიციის წარმომადგენლები ამ მრავალტანჯული ქალაქის ტერიტორიაზე მზად არიან, შეასრულონ საკუთარი საპოლიციო ფუნქციები”, – წერს ის.
კლიმენკოს ინფორმაციითვე, ქალაქი დივერსანტებისგან იწმინდება, თუმცა, იმ მოსახლეობის დახმარება და გაყვანა, ვინც კვლავ ირპენშია, მთავარ მიზნად რჩება.