დავით ქართველიშვილი: ნუგზარ წიკლაურმა ფაქტობრივად ხატია დეკანოიძე ჩაანაცვლა მის ცნობილ ნარატივებში, ოღონდ მისგან განსხვავებით, ტექსტი რუსულ ენაზე არ გაუჟღერებია
“ამხანაგმა ბოცომ, თავისი “ინტელექტუალური” მაქსიმუმის დონეზე, საკუთარი ბელადის მიერ შეკაზმული, “სალატ სტოლიჩნის” ყველა ინგრედიენტი: რუსული საქმე, ნეიტრალიტეტის გამოცხადება, “ანტიუკრაინული” განწყობა და სხვა პოლიტიკურ/გასტრონომიული ვადაგასული პროდუქცია, ჩვეულ სტილში – მათთვის უცხო ქვეყნის, გაუგებარი სახელმწიფოს, აუტანელ ხელისუფლებას გადააბრალა,”- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებას.
“იეძინოე ნაცდვიჟენიეს” ამ ბრიფინგს, რომელსაც ამხანაგი ბოცო მართავდა, ბოლოში აკლდა განცხადება, რომ კახეთის გზატკეცილზე დაკარგულია პოლიტიკურ გზაკვალაცდენილი მამაკაცი, რომელსაც არეული აქვს რეალობის შეგრძნება, ყვება სისულელეს და თუ ვინმე იცნობს, მოაკითხოს ცნობილ მისამართზე ან პროფილურ კლინიკაში, ან სახლში გადაყვანის მიზნით. ამხანაგმა ბოცომ ფაქტიურად ხატია დეკანოიძე ჩაანაცვლა მის ცნობილ ნარატივებში, ოღონდ მისგან განსხვავებით, ტექსტი ამჯერად არა რუსულ ენაზე გააჟღერა…აქცენტი აქვს და შერცხვა.
დღეს ამ ამხანაგებს აეწვათ თავისი პარტიის იმ ლიდერის სამოქალაქო პოზიცია, რომელსაც 2018 წლის არჩევნებზე 780 633 ნაცმა მისცა ხმა – გრიგოლ ვაშაძემ მოქმედი ხელისუფლების პატრიოტული სულისკვეთება მოიწონა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოს ინტერესების დაცვის გზაზე, უშეცდომო სახელმწიფოებრივ პოზიციას იკავებს. ამხანაგ ბოცოს, რომელსაც არც ერთი ნორმალური ადამიანის მხარდაჭერა არ ეღირსა დედამიწის ზურგზე, ასევე აეწვა Gorbi-ს გამოკითხვის შედეგები, სადაც დაფიქსირდა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის, მათ შორის “იეძინოე ნაცდვიჟენიეს” მომხრეების უპირობო მხარდაჭერა მოქმედი ხელისუფლებისადმი.
ამხანაგმა ბოცომ, თავისი “ინტელექტუალური” მაქსიმუმის დონეზე, საკუთარი ბელადის მიერ შეკაზმული, “სალატ სტოლიჩნის” ყველა ინგრედიენტი: რუსული საქმე, ნეიტრალიტეტის გამოცხადება, “ანტიუკრაინული” განწყობა და სხვა პოლიტიკურ/გასტრონომიული ვადაგასული პროდუქცია, ჩვეულ სტილში – მათთვის უცხო ქვეყნის, გაუგებარი სახელმწიფოს, აუტანელ ხელისუფლებას გადააბრალა. ექიმს შეიძლება შიზოფრენიით შეპყრობილი ის პაციენტი ეცოდებოდეს, ვინც ებრძვის სნეულებას და მკურნალობას ემორჩილება, დანარჩენი უნდა დააბა და დამაწყნარებელი ინიექციებით დაამშვიდო,”- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე