თეა წულუკიანი: ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული განცხადებები მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

 

“ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული პოზიციები და განცხადებები ამ კონტექსტში მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროპული არჩევანი უკვე გააკეთა.

„ჩვენი ერის მიერ არის ისტორიულად გაკეთებული არჩევანი, რომელიც ევროპული არჩევანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პლატფორმაზე ვდგავართ, ვდგავართ მყარად და, პარალელურად, ვატარებთ ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის, მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვისაც“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები