მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“ – “რუსებს ნუ დაასწრებთ მათთვის სასარგებლო თემების წამოწევას”

,,არ მოგცემთ უფლებას, უმტროთ საქართველოს ისეთი თემის წამოწევით, რაც დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებულად დამაზიანებელია საქართველო ეროვნული ინტერესებისათვის”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნეიტრალიტეტის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ნუ იმეორებთ ამ სიტყვას ამოჩემებულივით. ამ თემას შეეშვით, ხალხო. საქართველოს მტრობთ ამ თემის აქტუალიზაციით, მე ამ თემაზე პასუხს არ გაგცემთ და არ მოგცემთ ამ თემის აქტუალიზაციის საშუალებას. არ მოგცემთ უფლებას, უმტროთ საქართველოს ისეთი თემის წამოწევით, რაც დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით, არის დამაზიანებელი საქართველოსათვის, მისი ეროვნული ინტერესებისათვის და ერთიც, ერთ რამეს გირჩევთ ყველას, “ნაცმოძრაობის” ყველა წევრს გეხებათ აბსოლუტურად, რუსებს და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%, ნუ დაასწრებთ მათთვის სასარგებლო თემების წამოწევას. ამას გთხოვთ ძალიან. ამ თემის სიღრმეებში მეტს აღარ შევალ და, ალბათ, მიხვდებით. თქვენი შეფასებებია ეთიკურად შეუთავსებელი ჟურნალისტის საქმიანობასთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები