მამუკა მდინარაძე „მთავარ არხს“ – რა თემასაც წევთ სააკაშვილის დავალებით, რომელმაც ნეიტრალიტეტის თემა 17 მარტს პირველად ახსენა, 1%-ის დაშვებით, თუ ამას შეუგნებლად აკეთებთ, ვინმესთვის სასარგებლო იდიოტი ხომ არ ზის სადმე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის სახით და ლიდერობით, ამ ხავსზე შეიძლება ჩამოეკიდოთ
რასაც თქვენ კადრულობთ და აკეთებთ, რა თემასაც თქვენ წევთ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, რომელმაც ნეიტრალიტეტის თემა 17 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე პირველად ახსენა და თქვენ სცადეთ თემის აქტუალიზაცია, ამის შემდეგ, ამ თემის აწევა ემსახურება საქართველოს მტრობას. 1%-ის დაშვებით, თუ ამას შეუგნებლად და გაუთვითცნობიერებლად აკეთებთ, ვინმესთვის სასარგებლო იდიოტი ხომ არ ზის სადმე მათ შორის მიხეილ სააკაშვილის სახით და ლიდერობით, ამ ხავსზე შეიძლება ჩამოეკიდოთ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ მიერ დასმულ შეკითხვას – განიხილავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალიტეტის საკითხს.
„თქვენ ცდილობთ, საქართველოსთვის მტრული მესიჯი წაიღოთ ამ ოფისიდან, მე ამის საშუალებას არ მოგცემთ, მტრული კითხვის პასუხი თქვენ გინდათ რომ იყოს მტრული. მე ასეთ პასუხს არ გაგცემთ. ძალიან გთხოვთ შეიგნოთ, თქვენმა კოლეგამ რამდენიმე დღის წინ როდესაც ეს კითხვა დამისვა, 5 დღის განმავლობაში ვერცერთმა თქვენგანმა ვეღარ გაბედა ამ კითხვის დასმა. საქართველოს მტრობაზე ისეთი პასუხი, როგორიც ახლა თქვენ გეკუთვნით, უკიდურესად რთულია. თქვენმა ხელმძღვანელმა პირადად ჩემი მისამართით რაც იკადრა რამდენიმე დღის წინ, ამ კითხვას უკავშირდებოდა. ეს კითხვა თქვენმა კოლეგამ 5 დღის წინ დასვა ერთხელ და როდესაც მე მას ავუხსენი, რატომ არ უნდა დაესვა, 4 დღის განმავლობაში შეკითხვა არ დასმულა. მე დღევანდელ ბრიფინგში ჩემს პასუხში შეგნებულად თემასაც კი არ ვახსენებ და ეს მაქვს გათვითცნობიერებული ბოლომდე რატომ ვაკეთებ ამას.
მოცემულ სიტუაციაში, რასაც თქვენ კადრულობთ და აკეთებთ, რა თემასაც თქვენ წევთ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, რომელმაც ეს თემა 17 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე პირველად ახსენა და თქვენ სცადეთ ამ თემის აქტუალიზაცია, ამის შემდეგ, ამ თემის აწევა ემსახურება საქართველოს მტრობას. ერთადერთი, 1%-ის დაშვებით, თუ ამას შეუგნებლად და გაუთვითცნობიერებლად აკეთებთ ვინმესთვის სასარგებლო იდიოტი ხომ არ ზის სადმე მათ შორის მიხეილ სააკაშვილის სახით და ლიდერობით, ამ ხავსზე შეიძლება ჩამოეკიდოთ. ამ თემაზე პასუხიც, კითხვაც, თემის აქტუალიზაციაც არის საქართველოს მტრობა, განსაკუთრებით მოცემულ სიტუაციაში”, – განაცხადა მდინარაძემ.