“მადლობა, რომ უკრაინისთვის ლოცულობთ” – ზელენსკი რომის პაპს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ “ტვიტერის” გვერდზე გაავრცელა.

“რომის პაპს ვესაუბრე და უკრაინაში არსებული ურთულესი ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ მოვახსენე. მას ვუთხარი, რომ რუსი სამხედროები ჰუმანიტარული დერეფნების გაკეთების საშუალებასაც არ გვაძლევენ. წმინდა საყდრის მედიაცია ადამიანების ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად დასაფასებელი იქნებოდა. მადლობა, უკრაინისა და მშვიდობისთვის რომ ლოცულობთ”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი “ტვიტერის” გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები