შემოსავლების სამსახურს ირაკლი გვარამაძე უხელმძღვანელებს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ირაკლი გვარამაძე უხელმძღვანელებს. მან ამ თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს. ირაკლი გვარამაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსად დანიშვნამდე, ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი იყო. ირაკლი გვარამაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები