რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ომში ათასობით დაღუპულზე მონაცემი “წამოსცდათ”

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში რუსულმა არმიამ 9 861 სამხედრო დაკარგა.

ამის შესახებ 20 მარტს უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე თქვა,   განცხადება “კომსომოლსკაია პრავდამ” გაავრცელა.

თუმცა, ერთი დღის შემდეგ, 21 მარტს, გვიან ღამით გამოცემამ ეს ინფორმაცია წაშალა, მაგრამ ორიგინალის წაკითხვა არქივში მაინც არის შესაძლებელი, – წერს უკრაინული მედია.

უკანასკნელად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ომში 498 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2 მარტს გაავრცელა.

20 მარტის სტატისტიკით კი, დანაკარგი 9861 გარდაცვლილს და16 153 დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.

უკრაინის გენშტაბის 21 მარტის მონაცემით, რუსული არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 15 ათასს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები