OHCHR: უკრაინაში 925 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის (OHCHR) ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 925 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

დაღუპულთა შორის არის 11 გოგონა, 25 ბიჭი და კიდევ 39 ბავშვი, რომელთა სქესი უცნობია.

სააგენტოს ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 1496 მშვიდობიანი მოქალაქე

“დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო ზემოქმედების არეალით, მათ შორის, მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვისა და სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების შედეგად”, – თქვა OHCHR.

მათივე ცნობით, რეალური მაჩვენებლები, სავარაუდოდ, “საკმაოდ მაღალი” იქნება, განსაკუთრებით – ბოლო დღეებში, “რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები