ირაკლი ღარიბაშვილი: გავაკეთე კომენტარი, პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად გავეცით პასუხი ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, ასე რომ, დამატებით ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს
პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად გავეცით პასუხი ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, ასე რომ, დამატებით ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე კომენტარი თავადაც გააკეთა. „მე გავაკეთე კომენტარი, პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად იყო გაწერილი და პასუხი გავეცით ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, ასე, რომ დამატებით ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.